საქართველოს რკინიგზა

უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩერდნენ – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, უამინდობის გამო დასავლეთ საქართველოში სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული.

"დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული. საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის" - წერია რკინიგზის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, უღელტეხილის მონაკვეთზე რკინიგზის საკოტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. 

"ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე" - წერია განცხადებაში.

რკინიგზაზე ძლიერი ქარის გამო შეფერხება იყო გუშინ, 24 დეკემბერსაც. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ძლიერი ქარის გამო მახინჯაურში დაზიანდა ლიანდაგი და რამდენიმე რეისის მოძრაობა შეფერხდა. 

 

კომენტარები