საქართველოს რკინიგზა

ძლიერი ქარის გამო დაზიანდა ლიანდაგი, რამდენიმე რეისი შეფერხებულია – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარის გამო დაზიანდა საკონტაქტო ქსელი. როგორც რკინიგზაში ამბობენ, მიმდინარეობს ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობა 12 საათისთვის განახლდება. 

"დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ. ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მომხდარის გამო შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება.


აქვე აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ, საქართველოს რკინიგზა მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს" - წერია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები