საქართველოს რკინიგზა

რკინიგზა: დიდუბეში ლიანდაგზე ქვის მასა ჩამოიშალა, შეფერხდა ბათუმის და ბორჯომის მატარებლები

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 17 აგვისტოს, გამთენიისას დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი- თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.  

კომპანიის ცნობით, ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები.

"სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ". – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

კომენტარები