პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელში

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება. კონკურსი დღეს ოფიციალურად გამოცხადდა. პარლამენტმა უკვე გადაუგზავნა საზოგადოებრივ კომისიას 68 კაციანი სია, საიდანაც 27 კანდიდატი შეირჩევა. 10 დღეში კი ბორდის ახალი შემადგენლობა გახდება ცნობილი.

ბორდის მოქმედი თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე საბჭოს დაკოპლექტების წესს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდება უნდა. ბორდის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით დღეს კომენტარები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმაც გააკეთეს.

კომენტარები