პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელში

გოგუაძე: საპარლამენტო უმრავლესობას კომისიის შერჩეული 27 კანდიდატი არ მოსწონს

allmedia.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული მაუწყებლის მეურვეობის 27 კანდიდატი არ მოსწონს. გოგუაძე სწორედ აღნიშნულს უკავშირებს იმას, რომ პარლამენტმა საბჭოს წევრობის კანდიდატების დამტკიცება ამ დრომდე ვერ მოახერხა. 

"როცა არჩევანს და უფლებამოსილებას მისცემ რაღაც საბჭოს და მერე არ დაგაკმაყოფილებს მის მიერ შერჩეული 27 კაცი, მაშინ ადექი, გენაცვალე, ოღონდ ამის უფლება კონსტიტუციურად არ გაქვს, ადექი და შენ თვითონ იცეკვე და შენ თვითონ იმღერე, მაშინ, ბატონო, შენ შეარჩიე და შენ აირჩიე, შენ დანიშნე და შენ ქენი ყველაფერი", - თქვა გოგუაძემ.

ემზარ გოგუაძის თქმით, სამეთვალყურეო საბჭოს არჩევისა და ფორმირების პროცესს ნამდვილად ვერ დაერქმევა გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული. მან ასევე აღნიშნა, რომ "სახელისუფლო ძალებს სურვილი აქვთ, საბოლოოდ ხელში ჩაიგდონ საზოგადოებრივი მაუწყებელი და აღნიშნული ორგანიზაცია ერთ-ერთ ჩვეულებრივ სატელიტად აქციონ".

კომენტარები