პრეზიდენტის ხელფასი

პრეზიდენტის ხელფასი შესაძლოა 6700 ლარი იყოს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

დღეს დეპუტატებმა პარლამენტში პრეზიდენტის გაზრდილი ხელფასის შესახებ იკამათეს.

უმცირესობის წევრებმა ხელფასის გაზრდის ინიციატორს შეახსენეს, რომ პრეზიდენტის ხელფასი მხოლოდ 100 ლარით უნდა აღემატებოდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასს, რასაც დავით საგანელიძე დაეთანხმა და საბოლოოდ დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ გაორმაგების ნაცვლად პრეზიდენტის ხელფასი 6700 ლარით განისაზღვროს. 

უმრავლესობის წევრის დავით საგანელიძის განცხადებით მას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაუკავშირდა და სთხოვა, რომ მისი ხელფასი იყოს ნაკლები ვიდრე ეს სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს.  

პარლამენტი პრეზიდენტის ხელფასზე საბოლოო გადაწყვეტილებას ერთ საათში, საკითხის კენჭისყრაზე მიიღებს. 

კომენტარები