ალექსი პეტრიაშვილი

პეტრიაშვილი: სააკაშვილი წითელი ჩვრის ფუნქციას ასრულებს ვლადიმირ პუტინისთვის

მე ერთი რჩევა მინდა ვუთხრა კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის ყოფილ ლიდერებს თუ ჯერ კიდევ მოქმედ გავლენიან პირებს: იქნებ, ურჩიონ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საერთოდ გაერიდოს იქაურობას, დაჯდეს თვითმფრინავში, წავიდეს ამერიკაში და განაგრძოს სწავლება. იმიტომ, რომ ის წითელი ჩვრის ფუნქციას ასრულებს ვლადიმირ პუტინისთვის. ხოდა, მადლობა ღმერთს, როგორც დღეს ვატყობთ, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება არ უსმენს მის რჩევებს... მიხეილ სააკაშვილი, რეალურად, ახლა ცდილობს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და მცდელობა აქვს, თითქოს რაღაცა უკრაინის საქმეში, უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული და რეალურად არის საქმეში თავიდან ბოლომდე გადაშვებული. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიძახი, ჯობია, გაეშვას და გაერიდოს მაქაურობას, შარის და ხათაბალას მეტს, მაქაურობას მაგი არ მოუტანს.

განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა პოლიტიკის დროში ჩართვისას.

კომენტარები