ღარიბაშვილის განცხადება

ხაჩიძე: ახალგაზრდა ადამიანს გონებაში ამდენი საბჭოთა ტერმინოლოგია საიდან აქვს

საოცარია, ამ ახალგაზრდა ადამიანს გონებაში ამდენი საბჭოთა ტერმინოლოგია, საიდან აქვს გამჯდარი, - ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

ღარიბაშვილის შეფასებით, მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ დღეს ყველას უსმენენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობად შეიძლება შეფასდეს.

„ახლა სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ საუბრობს, ცოტა ხნის წინათ ნაციონალურ მოძრაობას შანტაჟში ადანაშაულებდა, - შენიშნავს გოგა ხაჩიძე და განაგრძობს - ამ შემთხვევაში ძირითადად,  არასამთავრობო ორგანიზაციებს ესხმის, თორემ ნაციონალური მოძრაობა სულ თავდასხმის ობიექტია. თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან, მეორე მხრივ, ამ საკანონმდებლო ცვლილების მიღების განკარგულებას, რატომ გასცემს.“ 

კომენტარები