ღარიბაშვილის განცხადება

პრემიერი: ჩვენს ტერიტორიაზე შეუთანხმებლად უცხო ქვეყნის სამხედრო არ უნდა იყოს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე "ჩვენთან შეთანხმების გარეშე არცერთი უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთი არ უნდა იყოს განთავსებული".

ტაბულას კითხვას - ეთანხმებით თუ არა ირაკლი ალასანიასა და ალექსი პეტრიაშვილის განცხადებებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების მთავარი საფრთხე არის რუსეთი და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსული ბაზების გაყვანა მთავარი წინაპირობაა - პრემიერი პასუხობს:

"მე გეტყვით, რომ ალასანია და პეტრიაშვილი არიან მთავრობის წევრები. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენთან შეთანხმების გარეშე არცერთი უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთი არ უნდა იყოს განთავსებული. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია", - აღნიშნავს ღარიბაშვილი.

კომენტარები