თავდასხმა ჭიაბერაშვილზე

ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ

ნაციონალური მოძრაობის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს აბაშიძის ქუჩაზე, ლიტერატურულ კაფეში ყოფნისას, თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა. 

ჭიაბერაშვილს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

ჭიაბერაშვილთან ერთად ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ლადარია და GIPA-ს საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე იმყოფებოდნენ. ლადარიას თავდამსხმელებმა სახეში მდუღარე ჩაი შეასხეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის გოგა ხაჩიძის ცნობით, თავდამსხმელები რეზო თაბუკაშვილი და რეჟისორი გიო მგელაძე არიან. 

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები