თავდასხმა ჭიაბერაშვილზე

ჭიაბერაშვილი: როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს და შემოდიხართ აქ, გაეთრიეთ აქედანო

ტაბულა

ზურაბ ჭიაბერაშვილი მასზე თავდასხმის ფაქტს ჰყვება. ”ლიტერატურულ კაფეში შემოვედით მე და ნოდარ ლადარია, სადაც დაგვხვდა ჩვენი მეგობარი თორნიკე შარაშენიძე. 10-15 წუთის შემდეგ ორი ადამიანი, რეზო თაბუკაშვილი და გიორგი მგელაძე მოვარდნენ. თაბუკაშვილს ხელში ეჭირა ჩაის ჭიქა და მდუღარე შეასხა ნოდარს სახეზე. ისე, რომ ადგომა ვერ მოვასწარი, ჭიქა ჩამარტყა თავში 2-ჯერ. შემდეგ კვლავ ჩამარტყა თავსა და საფეთქელს შორის.

ერთადერთი, რაც მითხრეს - როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს, როგორ შემოდიხართ აქ, გაეთრიეთ აქედანო”, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ნოდარ ლადარიას თქმით კი, ”ვერაფერს ვუკავშირებ, იმიტომ, რომ ეს იყო სრულიად თავხედური და მოულოდნელი თავდასხმა”.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს აბაშიძის ქუჩაზე, ლიტერატურულ კაფეში ყოფნისას, თავს დაესხნენ

ჭიაბერაშვილს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

ჭიაბერაშვილთან ერთად ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ლადარია და GIPA-ს საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე იმყოფებოდნენ. 

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები