თავდასხმა ზურაბ ჭიაბერაშვილზე

რატიანი: ის, რაც მოხდა, ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია

news.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ინციდენტი იმიტომ მოხდა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა არის სიძულვილის ენის და ძალადობის წაქეზებისკენაა მიმართული.

"ინციდენტი მოხდა იმიტომ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა არის სიძულვილის ენის, მიმართულია ძალადობის წაქეზებისკენ. ეს უკვე მერამდენე ფაქტია. ამიტომ ის რაც მოხდა, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც წელიწად-ნახევარია ქართული ოცნება ეწევა - ის თესავს სიძულვილს, ადგილი აქვს დანაშაულის მფარველობას და პირდაპირ წაქეზებას", - აღნიშნა რატიანმა.

რატიანი მომხდარში პასუხისმგებლობას პარლამენტსაც ანიჭებს.

"ჩვენ ვითხოვდით ნუგზარ წიკლაურის ცემის, შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმის პარლამენტის მიერ გამოძიებას, რაზეც პასუხისმგებლობა პარლამენტმა თავიდან აიცილა. ახლა არა მარტო მთავრობა, არამედ პარლამენტი თანამონაწილეა იმ ყველაფრისა, რაც ხდება", - ამბობს რატიანი.

ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ლიტერატურულ კაფეში რეზო თაბუკაშვილი უმცროსი და რეჟისორი გიორგი მგელაძე დაესხნენ თავს.

კომენტარები