თავდასხმა ზურაბ ჭიაბერაშვილზე

ხიდაშელი: რაც დღეს მოხდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ეს ის ზურა აღარ არის

გოგი, რაც დღეს მოხდა, ძალიან ცუდია და საზიზღრობაა, მაგრამ ეს ის ზურა [ჭიაბერაშვილი] აღარ არის, შენ რომ იცნობდი. მე ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანს ვუყურე 2 თვის მანძილზე არჩევნების დროს ჩემს ოლქში. კი, გოგი, ბუზებს კლავს და ადამიანებზეც იწევდა. არც გინებას ერიდებოდა და საერთოდ ძალიან ცუდად იქცეოდა, ისე როგორც მაშინ იყო მოდაში :)) მე არც მისი თავის გატეხვა მინდა და არც ადუღებულის შესხმა. რაც მინდოდა, ის გავაკეთე კიდეც, საკუთარი სოფელიც კი მოვუგე 2012 -ში. მე სხვა ფორმით არ ვიბრძვი. ისე რომ ჩემთან ეს კომენტარი უადგილოა. მე მგონი, გასაგებად დავწერე, რომ შენი სენტიმენტი მასთან დაკავშირებით უბრალოდ აღარ შეესაბამება სიმართლეს თქო. სულ ეს იყო. ცემაზე კი, ჩემი აზრი იქვე დავწერე, ყოველგვარი მაგრამ-ის და იმ შემთხვევაში-ს გარეშე. მუშტი ზოგადად ძალიან სუსტი ადამიანების იარაღია და არასოდეს იმსახურებენ ჩემს არც სიმპატიას და არც კეთილგანწყობას, რომელიც ზურამაც სწორედ ამის გამო დაკარგა ჩემგან. 

უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა კინომცოდნე გოგი გვახარიას ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით. გვახარიამ Facebook-ში დაწერა, რომ "ზურა ჭიაბერაშვილი არის ადამიანი, რომელიც ბუზს ვერ მოკლავს".

კომენტარები