საიდუმლო მიმოწერა

ბარამიძე: პრემიერიც და პრეზიდენტიც ისე იმოქმედებენ, როგორც ივანიშვილს უნდა

pirveliradio.ge

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის გიორგი ბარამიძის შეფასებით, პრეზიდენტიც და პრემიერიც ისე იმოქმედებენ, როგორც ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს.

"ორივე ერთი გუნდის წარმადგენლები არიან. ორივე ერთი კაცის ხელდასმულია და ორივე ერთი კაცის მხრიდან იმართება. იმ კაცს როგორც აწყობს თუ არ აწყობს, რომ ერთმანეთთან რაღაცა დოზით კულუარულად თუ საჯაროდ იყვნენ დაპირისპირებულები, როგორც მოქაჩავს თოკს, რომელზეც არიან ჩამოკიდებულები, ისე იმოქმედებენ" - თქვა ბარამიძემ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. პრემიერის განცხადებაზე, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა მარგველაშვილს ერთი თვე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტაციაზე საიდუმლოების გრიფის მოსახსნელად, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს მისი გადასაწყვეტია. მას გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და თქვა, რომ პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება და ხელისუფლების შტოებში გადანაწილების შესახებ საუბარი უადგილოა.

კომენტარები