ქართველები სირიაში

ICK: სირიაში უკვე ექვსი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა

სირიაში შეტაკების დროს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა.

ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლებზე დაყრდნობით კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება. ცენტრის ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად 50-მდე ახალგაზრდაა წასული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბესო კუშტანაშვილი სირიაში პანკისიდან წასულ მებრძოლებს შორის უკვე მე-6 დაღუპულია. სირიაში დაიღუპნენ ქისტი საველე მეთაური, 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი, ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის შვილი, 23 წლის რუსტამ გელაევი. ასევე, 24 წლის ხალიდ აჭიშვილი, 26 წლის აბუ აბდულლაჰი და აბდულ-მალიქ მუთოშვილი.

კომენტარები