ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 2016 წელს საქართველოში ჩატარდება

osce.org

ეუთოს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეის სესია 2016 წელს საქართველოში ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო დონის შეხვედრა საქართველოსთვის უპრეცედენტოა.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ეუთოს პრინციპების მატარებელ ქვეყანას", - განმარტა დოლიძემ.

ქართული დელეგაცია ჟენევიდან უკვე დაბრუნდა, სადაც ქართველმა კანონმდებლებმა მონაწილეობა მიიღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის მუშაობაში.

კომენტარები