სტიქია აჭარაში

ძლიერმა წვიმამ ბათუმის ქუჩები დატბორა

რუსთავი 2

ძლიერმა წვიმამ ბათუმის ქუჩები დატბორა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თავდადებულის ქუჩის ე.წ.ჭაობის მონაკვეთშია. წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა. ამ დრომდე ვერ ხერხდება წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების დაწყება. სპეციალისტები წყლის დონის დაწევას ელოდებიან. ტელეკომპანიის ცნობით, რთული ვითარებაა მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩებზეც. თუმცა ამოტუმბვითი სამუშაოები იქ ინტენსიურად მიმდინარეობს.

კომენტარები