სტიქია აჭარაში

ბათუმსა და ქობულეთში შტორმმა სანაპირო ზოლი დააზიანა

აჭარის მთავრობისპრესსამსახური

გუშინ, 3 დეკემბერს, ბათუმში უამინდობამ, ძლიერმა ქარმა და შტორმმა სანაპირო ზოლი დააზიანა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ღელვის შედეგად ბულვარის ტერიტორიასა და სასეირნო ბილიკზე ამოყრილია ქვიშა და ნატანი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. 

გუშინ ღამით განვითარებულმა 5 ბალიანმა შტორმმა გამოიწვია ბათუმის სანაპირო ზოლის დანაგვიანება. ახალი ბულვარის სანაპირო ზოლში და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოყრილია ქვიშა და ნატანი. მობილიზებულია სპეციალური სამსახურები, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ძალიან მალე ბათუმის ბულვარი მიიღებს ჩვეულ იერსახეს.დასუფთავდება და მოწესრიგდება ტერიტორია. შტორმის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს უკვე იწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები", -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები დღეს 06:00 საათიდან დაიწყო.

გუშინდელმა შტორმმა დააზიანა ქობულეთის სანაპირო ზოლიც. 

კომენტარები