თავისუფალი დემოკრატების ყრილობა

ალასანია: აღარ დავუშვებთ, რომ პოლიტიკა უშიშროებამ მართოს

გპირდებით, რომ თქვენთან ერთად მოვივლით მთელ საქართველს, ყველა ოჯახს,  ყველა რეგიონს, ყველა რაიონს. მათთან საუბრების შედეგად ჩვენ შევქმნით ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმას, რომელსაც მოვარგებთ ყველა რეგიონის სპეციფიკას. ჩვენ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივებით შევალთ პარლამენტში, რომელიც აღარ დაუშვებს, რომ პოლიტიკა მართოს უშიშროებამ და არა თვითმმართველმა სტრუქტურებმა და ხელისუფლებამ, რომელიც მოსულია ხელისუფლებაში დემოკრატიული არჩევნებით. ჩვენ გვინდა ისეთი კანონები შევქმნათ ჩვენს პარტნიორებთან ერთად პარლამენტში, რომელიც გაუჩენს სრულ დაცულობას ბიზნესს, რომელიც გაუჩენს სრულ ხელშეწყბას ინოვაციებს და ყველას გვახსოვდეს, რომ მთავარი არის დიდი ინვესტიციის ჩადება ჩვენს განათლებაში. ამიტომ ჩვენ ვიქნებით ლობისტები მასწავლებლების, მეცნიერების, ჩვენ ვიქნებით ლობისტები ბიზნესმენების, ჩვენ ვიქნებით ლობისტები არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც იცავენ ამ ღირებულებებს და მინდა თქვენთან ერთად გავხსნა სივრცე, ვისაც სჯერა და დაიცავს ამ ღირებულებებს.

განაცხადა ირაკლი ალასანიამ თავისუფალი დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას

კომენტარები