თავისუფალი დემოკრატების ყრილობა

ზალკალიანი: პატივს ვცემ ჩემი კოლეგების არჩევანს და თანამდებობებზე დარჩენას

mfa.gov.ge

მე პატივს ვცემ ჩემი კოლეგების არჩევანს და თანამდებობებზე დარჩენას - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანის თქმით მას არანაირი წყენა არ აქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც საგარეო საქმეთა სამინისტროში მოადგილეებად დარჩნენ.

„მე არ მინდა ისინი შევაფასო. ეს მათი არჩევანია, მათ ასე ჩათვალეს საჭიროდ. ისინი ჩემი კოლეგები არიან, მე მათთან ერთად ვმუშაობდი წლების განმავლობაში და იმედია მომავალში ჩვენი გზები კიდევ არაერთხელ გადაიკვეთება. ასე რომ არანაირი ხინჯი, არანაირი წყენა ამ ქმედების გამო არ მაქვს და მე პატივს ვცემ მათ არჩევანს“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები