თავისუფალი დემოკრატების ყრილობა

უსუფაშვილი: არანაირი პოსტების დატოვების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

არანაირი პოსტების დატოვების საკითხი დღის წესრიგში არ დგას - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით თავისუფალი დემოკრატების წევრების პოსტების დატოვებაზე საუბარი არ მიმდინარეობს და პარლამენტის თავმჯდომარის აზრით პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება.

"არანაირი პოსტების დატოვების ან დატოვებინების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ეს ყველაფერი ნელ-ნელა გაირკვევა. ყველა თავის არჩევანს აკეთებს. არ მგონია, საპარლამენტო პოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვალოს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები