თავისუფალი დემოკრატების ყრილობა

ალასანია: პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს სიძულვილი და ერთმანეთის გაუტანლობა

საქართველოს პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს სიძულვილი და გაუტანლობა - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებით მისმა პარტიამ თანამშრომლობისთვის სივრცე გახსნა და ისინი ახალი პარტნიორების ძიებაში არიან.

"ყველა საქმეში, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის სწორი, ვიქნებით მხარდამჭერები და პარტნიორები ხელისუფლების და ასევე სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების. დღეს ჩვენ გავხსენით სივრცე ასეთი თანამშრომლობისთვის. საქართველოს პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს სიძულვილი, აღარ უნდა იყოს ერთმანეთის გაუტანლობა. პარტნიორების ძიებაა ახლა მთავარი და არა მოწინააღმდეგეების". ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები