თავისუფალი დემოკრატების ყრილობა

ბერძენიშვილი: ამ ძნელბედობისას თავისუფალ დემოკრატებს სოლიდარობას ვუცხადებთ

radiotavisupleba.ge

რესპუბლიკურმა პარტიამ თავისუფალ დემოკრატებს ძნელბედობის დღეებში სოლიდარობა გამოუცხადა - ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა თავისუფალი დემოკრატების ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბერძენიშვილის თქმით რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები ერთ ლიბერალურ ოჯახში და ისინი წლებია უკვე თანამშრომლობენ.

„მე მივესალმები მათ, რესპუბლიკურმა პარტიამ სოლიდარობა გამოუცხადა თავისუფალ დემოკრატებს მათი ძნელბედობის დღეებში, იმიტომ რომ ჩვენ პატიოსანი პოლიტიკის მომხრე ვართ; ერთმანეთს ყველაფერში არ ვეთანხმებით, მაგრამ ვეთანხმებით იმაში რომ ორივე პოლიტიკური ძალა არის წესიერი ძალა ქვეყანაში“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები