საქართველო-ლატვია

ბერზინში: სოჭში დადებული ე.წ. ხელშეკრულება უკან გადადგმული ნაბიჯია

AFI

ლატვიის პრეზიდენტის ანდრეს ბერზინშის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება არის უკან გადადგმული ნაბიჯი, ართულებს კონფლიქტის გადაჭრას და ეჭვის ქვეშ აყენებს რეგიონში სტაბილურობას. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბერზინშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ევროატლანტიკურ გზაზე.

"ჩვენც ვიყავით მსგავსი გამოწვევების წინაშე. დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ, თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა. თანამშრომლობის გასაღრმავებლად 70-ზე მეტი ბიზნესმენი მახლავს. ვისაუბრეთ საქართველოზე, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაზე, თუ როგორ უნდა დაუახლოვდეს საქართველო ბალტიის ქვეყნებს. მინდა დავადასტურო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ევროატლანტიკურ გზაზე. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვენრენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მიმაჩნია, რომ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა, არის უკან გადადგმული ნაბიჯი, ართულებს კონფლიქტის გადაჭრას და ეჭვის ქვეშ აყენებს რეგიონში სტაბილურობას", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

კომენტარები