თბილისის ბიუჯეტი 2015

თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს

timer.ge

თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. მერიის მიერ გაგზავნილი ვერსიის მიხედვით, ბიუჯეტი 804 მილიონ ლარს შეადგენს. უმრავლესობას ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს. ნაციონალური მოძრაობის წევრები კი, მგზავრობაზე შეღავათების დაწესებასა და კომუნალური ვაუჩერების გაცემის წესის შეცვლას ითხოვენ. მერიასთან შენიშვნები აქვთ დემოკრატიული მოძრაობის წევრებსაც. ისინი უსაფრთხოების საქალაქო სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდას აპროტესტებენ.

თბილისის საკრებულო ბიუჯეტს კომიტეტებში განიხილავს. კვირის ბოლოს კი, პროექტს კენჭს უყრიან. 

კომენტარები