თბილისის ბიუჯეტი 2015

ნაციონალური მოძრაობა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს

timer.ge

საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. უმცირესობის წევრებმა დღეს კონკრეტულ შენიშვნებზე ისაუბრეს. მათი განმარტებით, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დაფინანსება წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდება. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ დაფინანსება არ მცირდება.

თბილისის საკრებულოში პუშკინის ქუჩაზე ორმხრივ მოძრაობასთან დაკავშირებულ პროექტებსაც განიხილავენ. სულ 11 პროექტია წარმოდგენილი, რომელთა შორის საუკეთესო თვის ბოლომდე შეირჩევა. საჯარო განხილვას თბილისის მერიც ესწრება. ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, პროექტი პანორამა თბილისის მშენებლობას უკავშირდება.

კომენტარები