აშშ-კუბას ურთიერთობა

აშშ კუბასთან დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენს და შეზღუდვებს შეამსუბუქებს

timvalentine.wordpress.com

აშშ კუბასთან დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენს და ჰავანაში საელჩოს გახსნის - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ.

საიდუმლო მოლაპარაკებები რომის პაპის ფრანცისკეს დახმარებით 18 თვის მანძილზე მიმდინარეობდა და დასაბოლოოდ ბარაკ ობამამ და რაულ კასტრომ ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყება გადაწყვიტეს.

კუბამ ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ ამერიკის კონტრაქტორი ალან გროსი გაუშვა. აშშ-მა სამი კუბელი ჯაშუში, რომელიც 1981 წლიდან სასჯელს იხდიდა, სამშობლოში დააბრუნა. თეთრი სახლის განცხადებით კუბამ ასევე აშშ-ს დაზვერვის აგენტი ოცწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა.

აშშ მზადაა კუბაზე შეზღუდვები შეამსუბუქოს. ეს შეეხება მოგზაურობას, საბანკო ურთიერთობას, ფულადი ამანათების გაგზავნას. კუბა კი 53 ადამიანს გაათავისუფლებს, რომლებსაც აშშ პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს. აშშ-ის ემბარგო კუბაზე ჯერ-ჯერობით კვლავაც ძალაში დარჩება.

„ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ ჩვენმა წარსულმა პოლიტიკამ ვერ გაამართლა და ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო გზა კუბაშ დემოკრატიის შეტანისა და გავრცელებისა სხვაგვარ მიდგომას მოითხოვს“ - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.  

ოფიციალური პირების განცხადებით კუბა - აშშ ურთიერთობის განახლება არ ნიშნავს, იმას რომ კუბაში ადამიანის უფლებები უმნიშვნელო საკითხი გახდა. მათი თქმით ვაშინგტონი ადამიანების უფლებების დაცვას, ახლა პირდაპირ ოფიციალურ ჰავანასთან შეეცდება.

ფლორიდის სენატორის, რესპუბლიკელი მარკ რუბიოს განცხადებით ეს ნაბიჯი კუბაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით აბსოლუტურად არაფერს შეცვლის და პირიქით კასტროს გააძლიერებს.

„ეს ნაბიჯი პოტენციურად გრძელ გზას გაივლის და კასტროს რეჟიმს ეკონომიკურად გააძლიერებს, რომელსაც ფინანსური სიძლიერე ძალაუფლების პერმანენტულად შენარჩუნებისთვის ჭირდება“ - განაცხადა რუბიომ.

აშშ მთავრობამ ბოლო 18 წლის მანძილზე 264 მილიონი დახარჯა, რათა კუბაში დემოკრატიული ძვრები დაწყებულიყო.

შეგახსენებთ, რომ 1961 წელს ფიდელ კასტროსა და კომუნისტური პარტიის ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ აშშ-სა და კუბას შორის დიპლომატიური კავშირი გაწყდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ბარაკ ობამას ინსტრუქციით კუბასთან ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. კერიმ დაიწყო პროცესი, რომლის მიხედვითაც კუბა უნდა გამქრალიყო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც ტერორიზს აფინანსებენ. შეგახსენებთ, რომ კუბა ამ სიაში 1982 წლიდან იმყოფება.

 

 

კომენტარები