სასამართლოს დამოუკიდებლობა

კუბლაშვილი: უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე პოლიტიკოსი არ უნდა იყოს

frontnews.ge

ადამიანი რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება, პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენელი არ უნდა იყოს - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განაცხადა.

კუბლაშვილის თქმით აუცილებელია სასამართლოს თავმჯდომარე დამოუკიდებელი სუბიექტი იყოს.

"სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეს პოლიტიკასთან არ უნდა ჰქონდეს  კავშირი, ანუ არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც აშკარაა, რომ პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენელია, ამ შემთხვევაში, რთული იქნება იმის დასაბუთება, რომ ეს ადამიანი იქნება მიუკერძოებელი. ეს ადამიანი უნდა იყოს თავისი საქმის კარგი მცოდნე, კარგი იურისტი, შეიძლება არ ჰქონდეს მოსამართლის გამოცდილება, მაგრამ უნდა ესმოდეს კარგად სისტემა და ასევე უნდა იყოს გამორჩეული იმ საკითხებში, როგორიც სასამართლოა", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება.

კომენტარები