თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ბოკერია: თავდაცვის სამინისტროს განცხადების ავტორი ბიძინა ივანიშვილია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, თავდაცვის სამინისტროს განცხადების ავტორი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ფაქტობივად მართავს ქვეყანას. მისივე შეფასებით, აღნიშნული განცხადება გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური კურსის ლოგიკური შედეგია.

მისივე განმარტებით, ბოდიშის მოხდის გარდა სამინისტრომ ხელი ჩვეულებრივი თანამშრომლებისკენ გაიშვირა.

"როგორც წესი, მინისტრები იღებენ პასუხისმგებლობას თუ თანამშრომელს რაღაც შეეშლება. აქ კი პირიქით ვითარებასთან გვაქვს საქმე" - აღნიშნა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილს თავისი პოზიცია უკრაინაში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია.

"პრემიერი და ივანიშვილი სწრაფად მიხვდნენ, რომ საზოგადოებაში ამას მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა. პრემიერს არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ მეომრებთან დაკავშირებით" - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიამ მოუწოდა პრემიერმინისტრს დააფიქსიროს თავისი პოზიცია, კონკრეტულად რას არ ეთანხმება თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჯარისკაცის გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა. 

კომენტარები