Norman Atlantic

გარდაცვლილი მღვდლის, ილია კარტოზიას ცხედარი ფოტოსურათით ამოიცნეს

kvira.ge

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელი ილია კარტოზია მაშველებმა ზღვაში გარდაცვლილი იპოვნეს - უწყებაში განმარტეს, რომ მღვდლის ცხედარი მრევლის წევრებმა ფოტოს მეშვეობით ამოიცნეს. მამა ილია კარტოზია იმ ბორნით მგზავრობდა, რომელსაც ადრიატიკის ზღვაში ხანძარი გაუჩნდა.

"მივიღეთ ინფორმაცია რომ ადრიატიკის ზრვაში ნაპოვნი იქნა ცხედარი, რომელიც აყვანილ იქნა ერთ-ერთ სამხედრო გემზე. გემიდან მოხდა ფოტოსურათის გადმოგზავნა და ფოტოსურათის მეშვეობით სამწუხაროდ მრევლმა მოახდინა გარდაცვლილი მამაოს იდენტიფიცირება. 

ვიმეორებ, რომ ეს მოხდა ფოტოსურათის მეშვეობით. გემი მოემგზავრება ქალაქ ბენგისის პორტში. დაახლოებით ჩვენი ვარაუდით ერთ საათში იქნება უკვე და შემდგომ ადგილზე მოხდება ცხედრის ამოცნობა" - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ.

იტალიურ ბორან Norman Atlantic-დან საქართველოს სხვა 7 მოქალაქე მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს.

კომენტარები