საშობაო ეპისტოლე 2015

ნარმანია: ჰარმონია საჭიროა, რომ გამრავლება იყოს მთავარი საზრუნავი ოჯახისა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა, ასევე პატრიარქის საშობაო ეპისტოლე შეაფასა. ნარმანიას თქმით, ეპისტოლეში ყველაზე მნიშნველოვანი ის ნაწილი იყო, რომელიც ოჯახს და ოჯახურ ჰარმონიას ეხება. მისივე განმარტებით, ჰარმონიული ურთიერთობა საჭიროა იმისთვის, რომ ოჯახის მთავარი საზრუნავი გამრავლება იყოს. 

"როცა არის რიგი გაუგებრობებისა ან ერთმა უნდა დათმოს ან მეორემ. ყოველი შემთხვევისთვის, ერთმანეთს უნდა მივუტევოთ და ვაპატიოთ მცირედი რამ შეცდომა, რაც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს და რაც შეიძლება ჰარმონიული ურთიერთობა იყოს იმისთვის, რომ ოჯახის ყველაზე მთავარი საზრუნავი, მთავარი მიმართულება, რაც არის გამრავლება, რასაც უწმინდესმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, იყოს მთავარი საზრუნავი ოჯახისა. გასაგებია, ის, რომ რიგ ოჯახებში არის სოციალური ხასიათის სირთულეები და ეს  წარმოშობს ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტებს, ამიტომ უნდა ვერიდოთ ასეთ სიტუაციებს და რაც შეიძლება, ყოველთვის ჰარმონიული ურთიერთობით უნდა ვიცხოვროთ და გამრავლებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე რაც ყველაზე მნიშნველოვანია, აქაც ჟღერს, როგორც წესი და ეს ყველაზე ხაზგასასმელი და ყურადსაღებია" - განაცხადა ნარმანიამ.

კათალიკოს-პატრიარქის 2015 წლის საშობაო ეპისტოლეში ნათქვამია, რომ “ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი; ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს."

კომენტარები