საშობაო ეპისტოლე 2015

ხადური: ოჯახზე პატრიარქის გამონათქვამები აბსოლუტურად თანამედროვეა

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პატრიარქის 2015 წლის საშობაო ეპისტოლე შეაფასა და აღნიშნა, რომ ეპისტოლე ეხმიანება საქართველოში არსებულ პრობლემებს. მისივე თქმით, პატრიარქის გამონათქვამები აბსოლუტურად თანამედროვეა. 

"როგორ ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანია უწმინდესის ეპისტოლე. ეს არის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის ფიქრები და დარიგებები. ოჯახზე, ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე მისი გამონათქვამები, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად თანამედროვეა და აბსოლუტურად მოიცავს იმ პრობლემატიკას, რომელიც საქართველოშია. კარგი იქნება, თუ თითოეული ჩვენთაგანი ჩაუღრმავდება ეპისტოლეს და მიყვება იმ დარიგებას, რომელსაც ერის სულიერი მამა გვაძლევს", - განაცხადა ხადურმა.

კათალიკოს-პატრიარქის 2015 წლის საშობაო ეპისტოლეში ნათქვამია, რომ "ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი; ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს".

კომენტარები