იოჰანეს ჰანის ვიზიტი

ევროკავშირი საქართველოს 44.5 მილიონი ევროს მოცულობის გრანტს გამოუყოფს

მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოს 44.5 მილიონი ევროს მოცულობის გრანტს გამოუყოფს – საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საფინანსო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ადმინისტრაციისვე ცნობით, ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" (DCFTA) განხორციელებაში და კერძო სექტორის განვითარებაში.

"საფინანსო შეთანხმების ხელმოწერით, იწყება 44.5 მლნ ევროს მოცულობის ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების გაძლიერებას ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში.

სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა ასევე გააუმჯობესებს ვაჭრობასა და კერძო სექტორთან დაკავშირებული ინსტიტუტების ფუნქციონირებას და უზრუნველყოფს ეკონომიკურ ინტეგრაციას დაბრუნებული მიგრანტების, ბიზნესმენი ქალებისა და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის",- იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები