ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ბათუმი თაუერი, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო, გაიყიდა

Getty Images

ბათუმი თაუერი, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო, გაიყიდა. აუქციონი 17:00 საათზე დასრულდა. ის შპს ბათუმი თაუერმა შეისყიდა 25 მილიონ დოლარად.

აღსანიშნავია, რომ აუქციონში მხოლოდ ერთადერთი კომპანია მონაწილეობდა. შენობაში სასტუმრო განთავსდება. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, 36 თვის ვადაში მინიმუმ 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდოს. 

35-სართულიანი შენობის მშენებლობა 2012 წელს დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ შპს ბათუმი თაუერი 2014 წლის 10 ნოემბერს დარეგისტრირდა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი "CELWOOD INVESTMENT LIMITED“-ია, რომელიც რეგისტრირებულია ბელიზში, ცენტრალურ ამერიკაში.

კომენტარები