ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ბერიძე: ბათუმისთვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე მნიშვნელოვანი სასტუმროა

adjaraps.com

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე მიიჩნევს, რომ ბათუმისთვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე მნიშვნელოვანი სასტუმროა. ბერიძეს ამ წუთებში მთავრობის სხდომაზე უსმენენ.

"ზღვისპირა ქალაქისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი სასტუმრო გახლავთ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აუცილებლად იქნება საქართველოში. ძალიან დიდი და ძალიან კარგი. ამის პირობას მე გაძლევთ", - თქვა ბერიძემ.

გარდა ბერიძისა, სხდომას ესწრება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა აუქციონზეა გატანილი. მისი საწყისი ღირებულება 25 მილიონი დოლარია.

კომენტარები