პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

ძიძიგური: ყველასთვის ცნობილი იყო, რომ კვორუმი არ შედგებოდა

მთელი გუნდის პოზიცია წინასწარვე იყო ცნობილი. რომ კითხვები, რომელიც არის ლარის კურსთან დაკავშირებით, სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომაზე გუშინ შვიდი საათის განმავლობაში ისმებოდა. პასუხი გაეცა ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებისაგან მთავრობის. ამიტომ, ოპოზიციისთვისაც და პოზიციისთვისაც ცნობილი იყო, რომ დღევანდელი რიგგარეშე სხდომა კვორუმის შეკრებას ვერ მოახერხებდა.

განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომის ჩაშლაზე. დეპუტატებმა რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. პირველად 31, მეორედ - 34, ხოლო მესამედ - 42 დეპუტატი დარეგისტრირდა.

კომენტარები