რუსეთის შეიარაღებული ძალები

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

Kremlin.ru

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტი, დასავლეთის სამხედრო ოლქის რიგი სამხედრო ნაწილი და საჰაერო სადესანტო ჯარები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, მათი შემოწმების მიზნით. ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავდაცვის მართვის ეროვნულ ცენტრში წაიკითხა.

სულ მანევრებში 38 ათასი სამხედრო, 3 ათასზე მეტი საბრძოლო ტექნიკის ერთეული, 41 გემი, 15 წყალქვეშა ნავი და 100-მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები დაიწყო ასევე ჩრდილო კავკასიაში განლაგებულ რუსულ სამხედრო ქვედანაყოფებში. რია ნოვოსტის ცნობით, სარდლობის წარმომადგენლებს მთავარსარდლის წერილობითი ბრძანებები გადაეცათ.

კომენტარები