რუსეთის შეიარაღებული ძალები

რუსეთი შეიარაღებული ძალების 30%-ით გაზრდას აპირებს

21 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეიარაღებული ძალების 30%-ით გაზრდის გეგმას დაუჭირა მხარი. მან თქვა, რომ მოსკოვმა უკრაინაში წარმოქმნილი პრობლემებით უნდა ისწავლოს.

თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ წამოაყენა შეიარაღებული ძალების 1.15 მილიონიდან 1.5 მილიონამდე გაზრდის გეგმა.

ეს არის საჭირო "რუსეთის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გარანტირებისთვის", - განუცხადა შოიგუმ პუტინს სატელევიზიო ღონისძიებაზე. მისი თქმით, რუსულ ჯარში 695 000 მებრძოლი პროფესიონალი ჯარისკაცი უნდა იყოს - იმ წვევამდელების გამოკლებით, რომლებიც მსახურობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

ჯერ კიდევ ზაფხულში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 1 იანვრიდან ჯარის რაოდენობა 137 000-ით,1,15 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო. ასევე მან საეჭვო მობილიზაციის პროცესში 300 000-ზე მეტი რეზერვისტი გაიწვია, რათა ისინი უკრაინაში გაეგზავნა.

შეერთებული შტატები და დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათობით ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. შოიგუმ კი 21 სექტემბერს, როდესაც ოფიციალური მონაცემები საჯაროდ გავრცელდა, თქვა, რომ 5937 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

კომენტარები