ავტომანქანის დაწვა

შსს-მ სამგორის რაიონის გამგებლის ავტომანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ სამგორის რაიონის გამგებლის ავტომანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის პირად ავტომანქანას წუხელ ცეცხლი გაუჩნდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მანქანას ცეცხლი უცნობმა პირებმა წაუკიდეს, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამგორის გამგებელი გამოძიების დასრულებამდე მომხდარის შეფასებისგან თავს იკავებს.

კომენტარები