ავტომანქანის დაწვა

ერთმა პირმა ვაკეში მანქანას ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და გაიქცა

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ერთმა პირმა მანქანას ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და ადგილიდან გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო.

მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში თვითმხილველმა, მოქალაქე ლექსო ხუბულავამ გაავრცელა.

"ეს წუთია, ჩემ თვალწინ შავებში ჩაცმულმა ტიპმა აბაშიძის ანტრესთან დაყენებულ მანქანას ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და გაიქცა. P.S. აქვე ღარიბაშვილის ბრიფინგს ვუსმენ და ასეთი უტიფარი ნაძირალა იშვიათად მინახავს". - დაწერა მოქალაქემ.

 

კომენტარები