ის, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ, ყველაფერი სრულდება ეტაპობრივად, გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად. იმის თქმა, რომ სამი წლის წინ რომელიმე ადამიანს შეეძლო პროგნოზირება უკრაინის კრიზისის, ან უკრაინაში ომის, სრული აბსურდია. წინასწარ განჭვრეტა, რა იქნებოდა მესამე წელს, რთული იყო. თუმცა, ჩვენ თუ გავითვალისწინებთ პირველ წელს, მეორე წელს - გავითვალისწინებთ იმ პროგრესს, იმ ეკონომიკის ზრდას, შეიძლება, ვთქვათ, რომ დიახ, იყო სწორი პოლიტიკა, იყო სწორი გათვლები და სწორი ანალიზი. მესამე წელი ვაღიარებთ, რომ რთულია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მიზეზით გამოწვეული, ეს არის ობიექტური მიზეზებით შექმნილი ვითარება. ამის პრევენცია და წინასწარგანჭვრეტა არცერთ ადამიანს არ შეეძლო.
tbl.ge/ls1
დაკოპირდა
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე. დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კენჭს უყრიან.
ამავე თემაზე
- ჭიჭინაძე ოცნებას: ჩატი რომ გაქვთ და იმით იმართებით, არ ნიშნავს, რომ ყველა ჩატით უნდა იმართოს
- კობახიძე: რიგგარეშე სხდომა სავარაუდოდ ზეგ გაიმართება
- კვაჭანტირაძე საჯაიას: რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, საარჩევნო სიაში რომ შეგიყვანეს?
- ღარიბაშვილი: ოპოზიციას მივმართავ, შეწყვიტონ აჟიოტაჟი
- საგანელიძე : ენმ ყოველთვის მოძებნის თემას რიგგარეშე სხდომის დანიშვნისთვის