პარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომის მოწვევას აპირებს.
"სავარაუდოდ ზეგ გაიმართება რიგგარეშე სხდომა, ამ საკითხზე გვექნება კონსულტაციები და ხვალისთვის უკვე ჩამოყალიბდება პერსონალური შემადგენლობა" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ცნობილია, რიგგარეშე სხდომაზე საგამოძიებო კომისიას დაამტკიცებენ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეს გამოიძიებს.