მთავრობის ახალი შემადგენლობა

ვაშაძე: სამწუხაროდ არაპროფესიონალი, უნიათო მთავრობა კვლავ დამტკიცებულია

სამწუხაროდ პრობლემა ის არის, რომ არაპროფესიონალი, უნიათო მთავრობა კვლავ დამტკიცებულია. მე არ მგონია, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას მოეწონება, იმიტომ რომ საქართველოს სჭირდება პროფესიონალები, საქმის მკეთებლები რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, პრობლემები მოაგვაროს მოსახლეობის. სამწუხაროდ ამ მთავრობამ, რომელიც ფაქტობრივად არ შეცვლილა, თავისი განვლილი პერიოდის მანძილზე აჩვენა, რომ ქვეყანა უფრო და უფრო უკან მიდის და წინსვლა არ არის.

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ განაცხადა

კომენტარები