მთის მინისტრი

ბერძენიშვილი: ხუმრობა ისეთი ვიცით, მთელ საქართველოს გავაცინებთ

უმრავლესობა ამას [მთის მინისტრის პოსტის შექმნას] ვერც დაადგენს და ვერც შესთავაზებს ხელისუფლებას. თავისთავად ასეთი მსჯელობა საქართველოს მოსახლეობაში სახუმაროდ იქცა. ზოგიერთი სეროზულად ვერ ეკიდება ამ საკითხს, რადგან არ იცის, რაზეა საუბარი. დაცინვა ყველაფრის შეიძლება, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი რამ მომზადდა, საზოგადოებას მეტი ახსნა-განმარტება სჭირდება. მაგრამ მთის მინისტრი და მერე ამას მოჰყვება თუ არა პიტალო კლდეების დეპარტამენტი, საკითხი ასე არ დგას. ძალიან სერიოზული საკითხია. მთავრობის დაცინვა იოლია, მაგრამ ისე მინდა ვთქვა, რომ ბუსუსებიანი პრეზერვატივის არ იყოს, კარგია, ვინმე რამეში თუ გაერკვევა და მერე დაიწყებს ხუმრობას, თორემ ხუმრობა ისეთი ვიცით, რომ მთელ საქართველოს გავაცინებთ.

ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი. ცნობისთვის, დეპუტატ გიორგი ჟორჟოლიანის განცხადებით, უმრავლესობას მთის მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივა აქვს.

კომენტარები