კრიზისი საბერძნეთში

ბაქრაძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ საბერძნეთში მყოფ ქართველებს ხელი შევუწყოთ

http://greece.mfa.gov.ge/

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, მაქსიმუმს გააკეთებენ იმისათვის, რომ საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხელი შეუწყონ. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბაქრაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთში იმყოფება, სადაც ელჩთან ერთად მართავს შეხვედრებს დიასპორულ ორგანიზაციებთან. 

"შესაბამისად, ჩვენ ამ თვალსაზრისით გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ხელი შევუწყოთ მათ მიერ ერთი მხრივ იქ საქმიანობის გაგრძელებას, ასევე მათ მიერ მისაღები თანხების უზრუნველყოფას, რომ გადმოგზავნის მხრივ არ შეექმნათ პრობლემა და ის დახმარება, რომელსაც ისინი უწევენ თავიანთ ოჯახებს, შენარჩუნდეს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები