კრიზისი საბერძნეთში

სამკვირიანი შესვენების შემდეგ საბერძნეთში ბანკები გაიხსნა

John Kolesidis / Reuters

სამკვირიანი შესვენების შემდეგ საბერძნეთში ბანკები გაიხსნა. თუმცა, ბანკომატებიდან თანხის გატანაზე ლიმიტი კვლავ იმოქმედებს. კერძოდ, კვირის განმავლობაში თითოეულ მოქალაქეს მაქსიმუმ 420 ევროს ოდენობის გატანის შესაძლებლობა ექნება. აქამდეც, საბერძნეთის მოქალაქეს ბანკიდან დღეში მაქსიმუმ 60 ევროს გამოტანა შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა რეფორმების გეგმა დაამტკიცა. ევროკავშირსა და ოფიციალურ ათენს შორის შეთანხმების მიხედვით საბერძნეთი ბრიუსელისგან 86 მილიარდ ევროს ოდენობის კრედიტებს მიიღებს. სანაცვლოდ კი, გადასახადებსა და საპენსიო ასაკის გაზრდის.

კომენტარები