2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა

ღარიბაშვილი: ოლიმპიადის შემდეგ 8 კორპუსი დევნილებს საჩუქრად გადაეცემათ

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ახალგაზრდული ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ოლიმპიური სოფლის კომპლექსში რვა კორპუსი დევნილებს საჩუქრად გადაეცემათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ფესტივალის დასრულებისთანავე ამ არაჩვეულებრივ კომპლექსს საჩუქრად გადავცემთ ჩვენს დევნილებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მძიმეა, 25 წელი იცხოვრო დევნილობაში საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ მე მჯერა, რომ მოვა დღე, როდესაც ასეთ არაჩვეულებრივ კომპლექსებს და ასეთ შენობებს ავაშენებთ აფხაზეთსა და ცხინვალში და ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ძალიან ბევრ ღონისძიებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა პრინციპით შეარჩევენ იმ დევნილებს, რომლებსაც ბინა საჩუქრად გადაეცემათ.

 

კომენტარები