უშიშროების საბჭოს სხდომა

ბოკერია: სახელმწიფო აპარატი ემსახურება ივანიშვილს და არა ჩვენს მოქალაქეებს

სამწუხაროდ არ გვიკვირს, ეს არის ივანიშვილის პოლიტიკა. მან დაამკვიდრა თავისი პერსონალური მმართველობა, როდესაც მთელი სახელმწიფო სამსახური, პრემიერმინისტრიდან დაწყებული რიგითი პოლიციელებით დამთავრებული, მას ემსახურება - აი, როგორც ასეულობით პოლიციელი იცავდა მის სახლს იძულებით ორი დღის წინ. ამ ვითარებაში ნებისმიერი ინსტიტუტი უნდა იყოს დამცრობილი და აბსოლუტურად არარელევანტური. ამის დემონსტრირებაა ღარიბაშვილის ნაბიჯები, რომელიც ივანიშვილის დავალებით მოქმედებს და ამით ყოველდღე აზიანებს ჩვენს სახელმწიფოს, იმიტომ რომ ინსტიტუტებს, მათ შორის უშიშროების საბჭოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე უნდა იმართებოდეს ქვეყანა, დღეს კი ქვეყანა იმართება ერთი პირის მიერ, რომელიც საკუთარი ინტერესებისთვის მართავს ამ ყველაფერს და აზიანებს ჩვენს საერთო ინტერესებს. სახელმწიფო აპარატი პრემიერმინისტრიდან დაწყებული ემსახურება ივანიშვილს და არა ჩვენს მოქალაქეებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერის არდასწრებაზე.

კომენტარები