სვეტიცხოვლობა

პრემიერი: სვეტიცხოველში შემოსვლისას, განსაკუთრებული მოწიწების განცდა მეუფლება

ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, სვეტიცხოვლობას. დღეს არის განსაკუთრებული დღე თითოეული ქრისტიანისთვის, მართლმადიდებლისთვის და ეს ტაძარი არის მართლაც გამორჩეული, განსაკუთრებული. არ მეგულება ქართველი, რომელიც ამ ტაძარში შემოდის განსაკუთრებული მოწიწების და განცდის გარეშე. მე პირადად, როდესაც ამ ტაძარში შემოვდივარ, ეს განცდა მეუფლება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოველში იმყოფება.

კომენტარები