სვეტიცხოვლობა

ილია მეორემ რიჩარდ ნორლანდს ოქროს სამაჯური აჩუქა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს ოქროს სამაჯური უსახსოვრა. საჩუქარი ილია მეორემ აშშ-ის ელჩს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში გადასცა.

გარდა ამისა, პატრიარქმა წმინდა გიორგის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა გურამ დოჩანაშვილი, მერაბ ბერძენიშვილი, ელდარ შენგელაია, შალვა მოსიძე და რეზო ჩხეიძე.

ილია მეორემ სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა, რომელსაც პოლიტიკოსები და დიპლომატები ესწრებოდნენ.

კომენტარები